Saturday, October 11, 2008

ომის ნამდვილი სახე

ბავშვის თვალით დანახული ომის საშინელება.
ბავშვები, რომლებსაც ბავშვობა გაუმწარეს. მათ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაილექა ომი.
საკუთარ სახლს მოშორებულები ცდილობენ ყველას მოუთხრონ ის რაც განიცადეს.
ცდილობენ ყველას მიაწვდინონ ხმა - ბავშვის ხმა, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ქადაგებს

პროექტის მიზანია:

ვაჩვენოთ მსოფლიოს ომის ნამდვილი სახე, ბავშვების დანახული თვალით.
პროექტში ჩავრთეთ ბავშვები, რომლებიც დროებით 143- საჯარო სკოლაში სწავლობენ. უმრავლესობა უსახლკაროდაა დარჩენილი.